გორში, ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტიის “საქართველოსთვის” ოფისის გახსნის პარალელურად, 2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჯერ შსს მინისტრობის, შემდგომ კი პრემიერის პოზიციიდან ოჯახს არაერთხელ დაჰპირდა დახმარებასა და ობიექტურ გამოძიებას, თუმცა, უშედეგოდ.
“გახარია დაგვპირდა, რომ ჩემი შვილის საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, თუმცა, 3 წლის თავზე სიმართლე არაა დადგენილი. ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელებს კი პოლიციამ ხელი დააფარა. აქ მოვედით იმიტომ, რომ მკვლელების მფარველებს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება არ აქვთ, შესაბამისად, ვაპროტესტებთ ამ პარტიის ოფისის გახსნასაც“, – განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.
18 წლის თორნიკე მერებაშვილის ცხედარი გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს.