„ღმერთო რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა” – ასე ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ დირექტორი, გიორგი თაბაგარი რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულზე.
დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დაწერეს, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას!“
„თითქმის 250-დღიანი პროტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთანდაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში“.
კომენტარები