საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“✅ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობის შედეგად ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია!
✅ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება!
✅პრემიერ-მინისტრის „ფაიზერის“ პრეზიდენტთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ივლისიდან მილიონი დოზის მოწოდება დაიწყება.
✅აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.
✅ირაკლი ღარიბაშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი.
✅წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.”-წერს გიორგობიანი.