თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, უკლებლივ ყველამ გამონაკლისის გარეშე, გამოხატა მკაფიო პროტესტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც მან, ასევე მისმა კოლეგებმა საჯაროდ დაგმეს 5 ივლისს განვითარებული მოვლენები.
„რაც შეხება დაგმობას, არ ჩამომართვათ ირონიზირებაში, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, მაგრამ მე რაც შემეძლო გავაკეთე. გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმა და თუ მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ ამას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები