დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა, შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა ინფორმაცია, რომელიც ხმოვანდება ახლა ჩვენს მიერ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, თავად „ნაცმოძრაობის“ წევრები დარწმუნდებიან, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენ ვერ გვექნებოდა, მათ შორის ისე დეტალიზებულად, როგორც გვაქვს ლანჩხუთთან, ზუგდიდთან დაკავშირებით. ჩვენ არავის ვუსმენთ და დარწმუნებული ვარ არც “სუს“-ს აქვს ეს მოსმენილი. დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.