დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა ქალაქი მოსული დატოვა. ინფორმაციას ერაყის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ალ ბაღდადი მოსულიდან 150 ოჯახთან ერთად გაემგზავრა, იმ მიზნით რომ მათი გამოყენებით, ავია იერიშებისთვის თავი აერიდებინა.
ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა რამდენიმე დღის წინ აუდიო მიმართვა გაავრცელა და მებრძოლებს მოსულის დაცვისკენ მოუწოდა.
კომენტარები