მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე აქციაზე გიგი უგულავას გამოსვლას ეხმაურება.
მისი სიტყვებით, 30 ოქტომბერს უგულავას განცხადებას ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გასცემს პასუხს.
“ტრიბუნიდან როცა მიმართავ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ამბობ რომ ხინკლებს ჩვენ შევჭამთ და კუჭებს თქვენ გაჭმევთო, საზოგადოება კარგად ხვდება რასაც გულისხმობ, პარალელურად ინფიცირებული ხარ და გაქვს კორონა, სწორედ ამიტომ აღარასოდეს აღარ აგირჩევს ქართველი ხალხი !!!
იზოლაციის დარღვევისთვის მინიმუმ ჯარიმა გეკუთვნის!!!
რაც შეეხება ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის 30 ოქტომბერს ხინკლის კუჭების ამარა დარჩენილი ხალხი გაგცემთ პასუხს!!!
აქვე მივაწერ ტროლ ბოტების საყურადღებოდ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი კომენტარის საპასუხოდ გიგზავნით იგივე პასუხს უკლებლივ ყველას !!! ისწავლეთ განსხვავებული აზრის მოსმენა!!!”,-წერს ნიჟარაძე.