ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, 1 500 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.
საგზაო სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-იმ სრულად შეცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლოტკინზე დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ერთად გაეცნენ.
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯა.














კომენტარები
