ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირან-სომხეთის ურთიერთობა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობა ანტი დასავლურად წარმოაჩინოს.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტი დასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა
კომენტარები
