რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია დაიწყო.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისა და სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად მოქალაქეები ქუთაისიდანაც ჩამოვიდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება.
კომენტარები