სოციალურ ქსელ twitter-ში ჰაშთეგი Michelle2020 პოპულარული გახდა. ადამიანები იმედოვნებენ რომ ამერიკას 2020 წელს დონალდ ტრამპისგან სწორედ მიშელ ობამა გაათავისუფლებს.
ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყოლოდა არ გამართლდა. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხდა. სოციალურ ქსელში გააქტიურდა დისკუსია იმის შესახებ, რომ მომავალში ამერიკას შეუძლია ნამდვილად ჰყავდეს ქალი პრეზიდენტი, ყოფილი პირველი ლედი- მიშელ ობამა.
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა მსოფლიო საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა მან მიიღოს მონაწილეობა.
კომენტარები