“ბოკერიას სიღრმისეულ მსჯელობას ვერ ჩავწვდები. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და ერთმანეთში მოილაპარაკონ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიან გეგმის შეფასებისას განაცხადა.
„ბოკერიას იმხელა რეიტინგი აქვს, რომ მას შეუძლია, ოპოზიციას მოუწოდოს, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, რამე ურჩიოს. რაც უფრო მეტს ურჩევს, დარწმუნებული ვარ, იმ რეიტინგში დარჩებიან ის ჯგუფები, რომლებმაც მას გაასწრეს. მოუსმინონ ბოკერიას და შეთანხმდნენ რა უნდათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები