რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა, მიხეილ სააკაშვილზე წერს:
“ყოველმა ცრემლიანმა “ჰუმანისტმა ნაცმა”იცის რა ჯალათიცაა ის არაქართველი ჭკუასუსტი, მაგრამ: ვინც გაითქვა სახელი, ზოგმა თეატრში სექს-გაპრანჭვა მოახერხა, ზოგმა ორკესტრში უადგილოდ ხელი აქნია, ზოგმა შოუ-ბიზნესში წაიკნავლა, უნიჭომ ლექსები დააპრეზენტაცია, ზოგმა ეკრანზე გაიელვა, ზოგმაც ტალე-ტრახები ააქოთა.
კარგად იცის ამ სინდისწაშლილმა ბრბომ რომ “საბრალო”დორბლიანი ნარკოჰიპოპოტამი მალულად ისევ მიირთმევს ნუკბარს, მაგრამ თვალთმაქცობენ და აფერისტულ ისტერიკებში იგრიხებიან! ო, რა სამარცხვინო ადგილს დაიკავებენ ეს ვითომ ჰუმანისტები საქართველოს უახლეს ისტორიაში!
ბედკრულ სამშობლოს ისტორიის ეს ფურცლები კი უკვე იწერება, მაგრამ ხროვამ ესეც იცის – და საოცარია, ამოუცნობი ბოროტების გემო ხიბლავს თუ როგორც გახრწნილი დაოფლილი ვნებაში გორავს და სიამეს ვეღარ აღწევს! უფრთხილდით იმ პატიოსან მემატიანეს – ის ქართველია! ნაღდი! მართალი!”- წერს რობერტ სტურუა.