მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აღშფოთებული Instagram გამომწერები ახალბედა დედისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდნენ. ფოტოში ჩანს, რომ საჭესთან მჯდომი მოდელი შვილს ძუძუთი კვებავს.
კრიტიკას მოგვიანებით თავად ალექსანდრა პაიჭაძემაც უპასუხა. (სტილი დაცულია)
„მიყვარს ყველა კომენტარი, კვირაა ჩაუჯექით. წინასწარ ბოდიში ამდენი ცილისწამებისთვის და ზღაპრებისთვის, ზატო ქალებმა ორთქლი გამოუშვეს
ამის მორიგ ქარცეხლსაც მალე შემოგთავაზებთ.. რო არ დაიღალეთ“,- წერს პაიჭაძე.
კომენტარები