არა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება გახდება ცივილიზებული, ჰაერიც გასუფთავდება სააკაშვილ-უგულავას ნარჩენებისგან! – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
“ციკლიდან – ,,მტრების ჯინაზე”!
😎
თბილისში სააკაშვილ-უგულავას მავნებლური კვალი იშლება. რომ არა კახა კალაძის მოწადინება, მარიფათიანობა, ისევ ჩაფეხვილი ,,მარშრუტკებისა” და ავტობუსების შავ ბოლში ვიქნებოდით გახვეულები!
სადაც მადლობა გვაქვს სათქმელი, უნდა ვთქვათ… მადლობა, კახა!
😎
თუმცა… ამავე დროს, ვიზიარებ მავანთა მწუხარებას, პირველი თებერვლიდან თბილისში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება გახდება ცივილიზებული, ჰაერიც გასუფთავდება სააკაშვილ-უგულავას ნარჩენებისგან!
👍
ვისაც არ გესიამოვნათ, შედით ,,ბუტკებში”!
რავი, აკი არაფერი კეთდებაო?!
ისემც გადაგკრათ ეშმაკმა მათრახი, თქვე დაუნახავებო!!!”, – წერს გელა ზედელაშვილი.