მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება ალბათ არის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, გუბაზ სანიკიძემ თავისი განცხადებით ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შეაფასა.
„ბოლო ორწლიანი პოლიტიკა რაც აწარმოეს, ალბათ ობიექტურობასთან ახლოს არის. მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ალბათ არის ის ბოლო ხავსი, რასაც ის ეჭიდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, გუბაზ სანიკიძე ახმოვანებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებს, რომ ყველა პარტია გაუქმდეს და ერთი საერთო მოძრაობა შეიკრიბოს, სანიკიძე აცხადებს, რომ ერთი პარტიის შექმნა წარმოუდგენელია.
„საქართველოს პოლიტიკას მისი ჩანასახის დღიდან მოვყვები და ასეთი რამ, ყველა პარტია გაუქმდეს და ერთი შეიქმნას, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
