უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია და გრძელდება სამუშაო პროცესი ცალკეული ტერმინების შეთანხმების მიზნით,- ამის შესახებ ინფორმაციას „რეფორმის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე ავრცელებს.
იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ რეზოლუციის პროექტის ინფიცირება დღესვე იქნება შესაძლებელი.
“ქართულმა ოცნებამ” რეზოლუციის საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა. მათ ჩვენი რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ტექსტის საბოლოო ვერსიას ველოდებით.
იმედია, უახლოეს საათებში შეთანხმებას შევძლებთ. პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციაში აისახოს რუსეთის აგრესიის საკითხი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი. არის შენიშვნები რაც ეხება “ვორდინგს”, წინადადებებს. იმედი მაქვს, პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება, რადგან თუკი გვინდა, რომ რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სხდომაზე გავიდეს, დღეს უნდა დარეგისტრირდეს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
