იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, არმავირისპენიტენციური დაწესებულება მოინახულა. იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან.
ქართულმა დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო, სამედიცინო და სამზარეულო ნაწილები დაათვალიერა.
არმავირის ციხეში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს, ახალი დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეოსისტემა და ციხის მხოლოდ ერთი ნაწილია გარემონტებული.
სომხეთში სასჯელს საქართველოს 7 მოქალაქე იხდის.
ქართული დელეგაცია სომხეთში უკვე მეორე დღეა, იმყოფება. რატი ბრეგაძესთან ერთად სომხეთში არიან მინისტრის მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.
