გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუზელის რაიონში ბოროტმოქმედებმა ორი პოლიციელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„დღეს დილით, კუზელის რაიონში, მაივაილერჰოფსა და ულმეტს შორის საგზაო მოძრაობის პატრულირებისას ორი პოლიციელი მოკლეს: კაცი და ქალი. დამნაშავეების შესახებ არაფერია ცნობილი“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ამჟამად პოლიცია დამნაშვეებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შეიარაღბულია.
კომენტარები