რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია და რუსეთის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
„პრეზიდენტებმა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასა და რუსეთისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიების მიცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს,“- აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს.
კომენტარები