„მოსიარულე მკვდრების“ მსახიობი მოუზეს მოუზლი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს.
გახმაურებული სერიალის გარდა, მოუზლი სხვა მრავალ ფილმსა და სერიალში თამაშობდა. მათ შორისაა „მხიარული ხმაური“ (Joyful Noise, 2012 წელი); „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ (The Hunger Games: Catching Fire, 2013 წელი) და HBO-ს Watchmen-ი.
მოუზეს მოუზლი „მოსიარულე მკვდრებში“ უხელებო და უყბო ზომბის როლს თამაშობდა.
TMZ-ს ცნობით, მსახიობის ოჯახმა გასულ კვირას პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა. სამართალდამცველები გარდაცვალების გარემოებებს იძიებენ.
The sun-ი წერს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს.

კომენტარები
