საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს. საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.
ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი, სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ხოშტარია და ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში სხდომებს ერთხელაც არ დასწრებიან.
ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი, მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა.
