“როცა საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგებს აყენებ ეჭვქვეშ, ეს ცოტა ცუდი ტენდენციაა”, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რატომ აყენებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ, როცა ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად შეფასდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვატარებთ ლამის მეოცე არჩევნებს, მაინც ვერ ჩამოგვიყალიბდა არჩევნების მიმართ ნდობის კულტურა. რეალური შედეგი იყო ის, რაც საზოგადოებამ დააფიქსირა და რა რაოდენობითაც პარტიები მოხვდნენ პარლამენტში. როცა საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგებს აყენებ ეჭვქვეშ, ეს ცოტა ცუდი ტენდენციაა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ლამის მეოცე არჩევნებს ვატარებთ, მაგრამ მაინც ვერ ჩამოგვიყალიბდა არჩევნების მიმართ ნდობის კულტურა”
29.11.2016 12:52:38

ნანახია: 1602 ჯერ