მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით ამცირებს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, მთავრობა აპირებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი. ასევე, 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები