ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ეს დღეები ქვეყნისთვისა და პარტიისთვის ისტორიულია.
,,ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომაა, სადაც გადაწყდება, რა გზას აირჩევს ნაციონალური მოძრაობა. ამ გადაწყვეტილებაზე ასევე დიდწილად იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა უკომპრომისო და პრინციპული ბრძოლის გაგრძელებას რუსი ოლიგარქის რეჟიმთან. ეს ბრძოლა არ არის ჩვენი ახირება, ეს ბრძოლა ჩვენი ვალია და ის საქართველოს ინტერესებით არის ნაკარნახევი. ათეულობით რეგიონული პარტიული ორგანიზაცია, ათასობით მხარდამჭერი მოგვიწოდებს, გავხსნათ პარტიის კარები, ჩავრთოთ ისინი ქვეყნისთვის ბრძოლაში და ჩვენი სამშობლოს მომავალი გამარჯვებები საიმედო საძირკველზე დავაფუძნოთ. პოლიტსაბჭომ უნდა გაიგონოს საკუთარი მხარდამჭერების და ქვეყნის პატრიოტების ხმა, თუკი ქვეყნის ერთგულია და გამარჯვება სურს. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ეს დღეები ისტორიული მომენტია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ისტორიული მნიშვნელობის არის ის ნაბიჯებიც, რასაც გადავდგამთ”, – ვკითხულობთ ნუგზარ წიკლაურის განცხადებაში.