ჟურნალისტმა, მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც რუსეთის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, გერმანულ გაზეთ Die Welt-ში დაიწყო მუშაობა.
მანამდე, მოსკოვის სასამართლომ რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.
პოტენციური რისკის არსებობის მიუხედავად, ყოფილი რედაქტორი რუსეთში რჩება და ფრილანსერად გერმანული გაზეთისთვის იმუშავებს. განცხადებაში, ოვსიანიკოვამ თქვა, რომ მან გაზეთის შემოთავაზება მიიღო, რადგან გამომცემლობა “მხარს უჭერს და ემხრობა უკრაინაში მყოფი მამაცი მებრძოლეების ბრძოლას თავისუფლებისთვის”.
კომენტარები