კოლუმბიის ქალაქ მიდელინში მომხდარ ავიაკატასტროფაში 71 დაღუპულის ცხედრები თავ-თავის სამშობლოში გადაასვენეს. ბრაზილიის ქალაქ შაპეკოში 64 ცხედარია გადასვენებული, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ წევრთა ცხედრები. ეკიპაჟის ერთი წევრის ცხედარი პარაგვაიში გადაასვენეს, ხუთი ცხედარი ბოლივიაში და ერთი – ვენესუელაში. შაპეკოში დღეს საფეხბურთო კლუბის წევრებთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართება. მას, სავარაუდოდ, 100 ათასამდე ადამიანი დაესწრება. ფეხბურთელების დაკრძალვას, სავარაუდოდ, ფიფას პრეზიდენტი – ჯანი ინფანტინო და ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ქალაქ მიდელინის აეროპორტთან 29 ნოემბერს თვითმფრინავმა Avro RJ85-მა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფთა შორის 6 ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კოლუმბიაში მომხდარ კატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები თავ-თავის სამშობლოში გადაასვენეს
2016/12/03 11:58:20
ნანახია: 1515 ჯერ