სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საახალწლო ფოტოს ფეისბუქზე თბილისის მერიის თანამშრომელი ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.
თამარ ბოდოკია საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელთაც საქართველოს დედაქალაქი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში აერიათ.
„ტომსკი ყოფილა, ტომსკი. წადით და ტომსკის მერს აგინეთ ან დასცინეთ. მერე იმ ტიპს აგინეთ, ვინც ეს ფოტო გადმოაკოპირა და თბილისიაო, დაგაბოლათ. მერე საკუთარ თავს დასცინეთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რატომ ხართ ასე ბრმად მიმნდობები და ნეგატივის უნებლიე გამავრცელებლები. კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ: სანამ დაიჯერებთ თბილისია თუ არა, დააკვირდით ნომრებს, ქუჩებს, აბრებს, მიმოიხედეთ ქალაქში, მართლა განათდა თუ არა ჩვენი ქუჩები. ყველა ბრძენი და ცინიკოსი როგორ ხართ?” – წერს თამარ ბოდოკია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის, კერძოდ ქ. ტომსკის სააახალწლოდ მორთული ქუჩის ფოტო გავრცელდა, სადაც ფერადი ნათურებით განათებული ფიგურაა ასახული. სოციალური ქსელის ქართველმა მომხმარებელმა საახალწლო განათება ქალის საცვალს მიამსგავსა და რატომღაც მიიჩნია, რომ ფოტო თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყო გადაღებული. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
თამარ ბოდოკია – ყველა ბრძენი და ცინიკოსი როგორ ხართ?
2016/12/03 16:43:37
კომენტარები
ნანახია: 1751 ჯერ