კლინიკაში გადაყვანილ სააკაშვილს ე. წ. შუმოკი მოუწყეს, პენიტენციურმა ამის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს, – ამის შესახებ პატირმობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ “პირველებს” განუცხადა.
“გავრცელდა კადრები, რომლითაც საავადმყოფოში ჩანს ძალიან ცუდი ქმედება, რაც უკვე განხორციელდა გლდანის ციხეში – ე. წ. შუმოკი. მე ვფიქრობ, რომ პენიტენციური უწყება ინფორმირებულია ამ ფაქტის შესახებ და უნდა იზრუნოს ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე. იმიტომ, რომ იგივეს გამეორება დაუშვებელია.
თუ ამაზე არ იზრუნებს პენიტენციური, მაშინ ბუნებრივად ცხადი გახდება, რომ პენიტენციური აორგანიზებს მსგავს შემთხვევებს და ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი პროტესტი უცხო ადამიანების მხრიდან გამოხატული,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედში” გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ დაადასტურა და განაცხადა:
“კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ… დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
