საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი“ დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 60 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.
სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს….
მეტის ნახვა





კომენტარები