საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ვარაუდები, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები შეეხოს.
„ახლახან ვიყავი ევროპაში და ამერიკაში, კვირის დასაწყისში დავბრუნდი და არსად, არცერთ შეხვედრაზე არ გამიგია ეს საკითხი ასე დასმულიყოს. როგორც უკვე გითხარით, ვიყავი გერმანიაში, ვიყავი ამერიკაში, მოვისმინე სხვა ჩემი კოლეგების მოსაზრებები და არსად ეს საკითხი დასმული არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ?!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები