გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თბილისის მერიასა და საკრებულოს მინდა ვკითხო: თბილისის ქუჩებში სეირნობისას ტუალეტში როცა გინდებათ, ახლომდებარე კაფეში შედიხართ, სამსახურში ბრუნდებით თუ სახლამდე ითმენთ?
მოთმენა არაა კარგი ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად რჩება 3 გზა:
1. არ მიიღოთ სითხეები
2. შვება იგრძენით სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში
3. ააშენეთ და დაამონტაჟეთ ტუალეტები!
იმ საწყალ ტურისტებსაც ნუ აიძულებთ თავისი ურინოწვლილი შეიტანონ ერთ დროს მზის და ვარდების მხარედ რეკლამირებული ქალაქის აყროლებაში”-წერს უძილაური.
კომენტარები