ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან – ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში.
ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ.
მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კომენტარები