საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
პაკისტანში ავიაკომპანია PIA-ს (Pakistan International Airlines) თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადში ასრულებდა რეისს. ის რადარებიდან აფრენისთანავე გაქრა.
კომენტარები