უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
ქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)
ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)
ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით (იხილეთ ვიდეო)
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:
ტურიზმი და დასვენება:
უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
სასტუმროს ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;
სასტუმროს ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.
ნათესავების, მეგობრების მონახულება
მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად
ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
სამოგზაურო დაზღვევა;
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).
მკურნალობა
სამედიცინო დაწესებულების თანხმობა
რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)
წყარო: bpn