უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს 3 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს. მან 19 წლის ასაკში იქორწინა ქალზე, რომელიც დღემდე მისი ერთადერთი სიყვარულია. ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან” ისაუბრა.
„ცხოვრებაში ერთი შეყვარებული მყავდა და ისიც ჩემი ცოლია. ადრეულ ასაკში დავქორწინდით. ლია ჩემი დის კლასელი იყო. დიდხანს მიყვარდა. ხშირად საკუთარ გაკვეთილს ვაცდენდი და მის გაკვეთილზე ვიჯექი. ჩვენთან ხშირად მოდიოდა, რადგან ჩემს დასთან დაქალობდა და ამით ორივე ვსარგებლობდით – ერთად ვიყავით.
19 წლისაც არ ვიყავი, რომ შევუღლდით და დღემდე ძალიან მიყვარს. თვითონაც ასე ამბობს. მიყვარს მისთვის საჩუქრების გაკეთება. სულ ბოლოს, ერთი თვის წინ სამკაული ვუყიდე და ძალიან მოეწონა.
ჩვენი უფროსი შვილები ცალკე ცხოვრობენ. ორივე დაოჯახებულია. პატარა, 12 წლის ნიტა კი ჩვენთანაა. ის ძალიან საინტერესო ბავშვია. სულ წიგნი უჭირავს ხელში. რუსული, როგორც ქართული, ისე იცის. ერთხელ, ღამით, წამოჯდა და რუსულად ტიროდა”, – აღნიშნა ინტერვიუში დიმიტრი ხუნდაძემ.
„სარკე”