სამგორის რაიონის ნაწილს დღეს დილიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
შეზღუდვა შეეხო სამგორის რაიონს, აეროდრომის დასახლებას, აეროპორტის, ვარკეთილი 3-ის, კალოუბნის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
მათივე განმარტებით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები