სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ურჩევს, საახალწლოდ სახლში ნაძვის ნერგი შეიტანონ.
ილია მეორემ ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
“მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში, სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოუწოდა ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლონ.
როგორც პატრიარქმა განაცხადა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებობს კოლეჯი ზურაბ შევარდნაძისა და დედა თეკლეს ხელმძღვანელობით, ნერგების გამოყვანის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ, ამ კოლეჯს მიმართონ.
კომენტარები