დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს ნარიყალაზე განუცხადა, სადაც ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
”მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის”, – განაცხადა ნარმანიამ.
დედალაქში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაზრდაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსმა” მერიას ფასების გაზრდის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მსგავსი შეტყობინება შარშანაც გაიგზავნა, თუმცა ფასები არც გასულ წელს გაზრდილა.
კომენტარები