თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს და მომხდარის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი.
“უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძირებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას.
კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად.
ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.