გია მაისაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის, სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს:
”ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯამრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ. რაც სამწუხაროდ ნაადრევია. იმედია საბოლოოდ ასეც იქნება. ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე რაც დამრჩა. ამდენი კეთილისმსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები, თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით როცა ისინი ასე პატარები არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!”, – წერს გია მაისაშვილი.