საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგორმარეობის გაურესება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა.
სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული.
საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სამძიმარს უერთდება საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” და კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კომენტარები