“კონფლიქტი სააკაშვილმა გამოიტანა გარეთ. მანამდე ერთი 5-ჯერ ეთქვა უარი პარტიის თავმჯდომარეობაზე, მაგრამ არავის გაგიგიათ”,-ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“დღეს მე სააკაშვილის გადარჩენის ოპერაციაში ვარ ჩართული. მინდა რაციონალურმა ფლანგმა მოიგოს და მინდა სააკაშვილმა ჩამოსვლა შეძლოს საქართველოში. თუ უნდა რომ აქ გაიმარჯვოს, უნდა ჩამოვიდეს აქ და ხალხს ჩამოართვას ხელი, იმიტომ, რომ ხალხს აღარ იცნობს”,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კომენტარები