ჯანდაცვის სფეროს რეფორმის შედეგად კერძო კომპანიებში დაზღვეული, საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ოჯახები სახელმწიფო დახმარებას შემცირებულად, ან საერთოდ ვეღარ მიიღებენ. აღნიშნული სიახლე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ უკვე დააანონსა.
“რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა კითხვით – სწორია თუ არა საყოველთაო დაზღვევის გაუქმება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის? შეკიხთვას ა/ო “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო თოდუა პასუხობს:
“ჩემი აზრით, სოციალური დახმარებაც უნდა გაუქმდეს, რამაც ადამიანები გააზარმაცა. ისინი სამსახურს არა თუ არ ეძებენ, არამედ როდესაც სთავაზობენ, დახმარების მოხსნის შიშით, უარს ამბობენ. ამ დროს ვისაც დაზღვევაცა და დახმარებაც ყველაზე მეტად სჭირდება, მაგალითად, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, ვერ იღებენ.
რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, რა აზრი აქვს მას, თუ მედიკამენტებს არ დააფინანსებენ? აღნიშნული პროგრამები უნდა გადაიხედოს, გაუმჯობესდეს და დახმარება და დაზღვევა უშუალოდ იმ ოჯახებს დაენიშნოთ, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება”, – ამბობს ნინო თოდუა.
წყარო: „რეზონანსი“