ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნაციონალებს შარშან შევარქვი უსამშობლოები, წელიწადია ასე მოვიხსენიებ და შერჩათ, როგორც სხვა სახელები.
ახლა გამოდგნენ მელია და სხვები და ოცნებას შემოუტრიალეს. უნდათ ჩამოირეცხონ უსამშობლოების სტატუსი.
არ გამოგივათ, ლიდერი გყავთ უსამშობლო და ფუძემოგლეჯილი, რომელსაც ვერ გაუგია უკრაინელია თუ ქართველი.
ყირგიზებს რომ დაენიშნათ პრემიერად, ძალიან იწევდა იქეთ, გახდებოდა ყირგიზი. სადღაც აფრიკაშიც ჰქონდა გეგმები.
თქვენც უსამშობლოები ხართ. სამშობლოს განცდა, სუვერენული თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ. ვიღაც პადალიაკებს, მარკეტკა გრიგორევიჩებს, კუბილიუსებს ალანძღვინებთ ქვეყანას დღე და ღამე.
იმდენი ტვინი არ გაქვთ მიხვდეთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ფეხებზე ჰკიდიათ ვიღაც ახვარი გონჩარენკო ოცნებას ლანძღავს, თუ სხვა პარტიას, მათთვის საქართველო და ქართველებია.
როცა ჩვენი ქვეყნის ორი ძირძველი მიწის ოკუპაცია პროცენტებში გაზომეთ, უსამშობლოები ხართ, აბა ვინ ხართ?!
ოკუპირებული მიწები პროცენტებში არ იზომება.
ადამიანს ხელი ან ფეხი თუ მოჰკვეთეს, რას ამბობს, ხელი (ფეხი) მომაჭრესო, თუ კიდურების 25% მაქვს მოჭრილიო?
როცა სამაჩაბლოს სოფლები თქვენთვის ქვების გროვაა, უსამშობლოები ხართ, აბა ვინ ხართ?!
როცა თქვენი ლიდერი ამბობს, თუ მე კარგად არ ვიქნები, ყველაფერი წყალს წაუღიაო, თუ არ აპროტესტებთ, უსამშობლოები ხართ, აბა ვინ ხართ?!
ვისაც გინდათ და რაც გინდათ, ის უძახეთ, მაგრამ თქვენ მაინც ვერ მოიშორებთ ამ იარლიყს.
წლებია გეუბნებით, ებრძოლეთ ხელისუდლებას, კანონიერი მეთოდებით, თქვენი ვალია, როგორც ოპოზიციის, ოღონდ ნუ ებრძვით ქვეყანას-თქო, ვერ იგებთ, 10 წელია არყვეთ: ვადამდელი, რიგგარეშე, რიგგარეშე, ვადამდელი…
აღარ დასრულდა…
ისე, წაიკითხეთ “უსამშობლო კაცი”, იქნებ მიხვდეთ რაიმეს?!”