ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფონდი „სიკეთის კვალი“ ავრცელებს. ბარბარეს რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოების დახმარებით ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, მას ღვიძლი დედამ გადაუნერგა. ოპერაციის შემდგომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ბოლო დღეს მისი მდგომაროება დამძიმდა.
„არ ვიცით რა დავწეროთ ან როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი ინფორმაცია , ჩვენო პატარა ანგელოზო ,როგორ მთელი საქართველო გვირეკავს და ტირის შენი ამბავი რომ გაიგეს ჩვენო ლამაზო ანგელოზო , დავაგვიანეთ , ვერ გიშველეთ დროულად … ნათელში იყოს შენი ლამაზი სპეტაკი სული ჩვენო ბარბარე“- წერია ფონდის ფეისბუკგვერდზე.
კომენტარები