შუახევის რაიონის სოფელ კარაპეტში, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის შუახევის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მოზარდს სისხლდენის საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მისი სასწრაფოდ ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბავშვის მდგომარეობას სპეციალისტები დააკვირდებიან.
კომენტარები