ტელეკომპანია “ტაბულას”-ს ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ენმ-ის ჭეშმარიტ პატრიოტთა კავშირი საგანგებო ბრიფინგს მართავს.
ჩიორა თაქთაქიშვილს ასადისთვის ნიღაბი ჩამოუხევია და შიგ გიგა ბოკერია დახვედრია.
ამის პარალელურად, კობა ხაბაზმა დაასრულა ოსამა ბინ ლადენის გვამის ეგზჰუმაციაზე მუშაობა და ალექსანდრიების დეენემი აღმოუჩენია – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აწ გარდაცვლილი ოსამა გიგას ძმაა.
ამ წუთებში წმინდა ფარნაოზის სახელობის პატრიოტთა განსაკუთრებული აღჭურვის ბატალიონია მივლენილი გერმანიაში – მოგეხსენებათ ჰიტლერი და გიგა ერთ დღეს დაიბადნენ და ეს ამბავი რომ შემთხვევითი არაა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
ზაზა ბიბილაშვილი და აკო მინაშვილი situation room იდან აკვირდებიან სპეციალური ლაბორატორიის მუშაობას – მაღალი ალბათობაა დადგინდეს, რომ პუტინის ძარღვებში გიგა ბოკერიას სისხლი ჩქეფს.
მოკლედ, არ აღელდეთ – ჭეშმარიტი პატრიოტები თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან და მალე აოტნიან მტერს!”- წერს ჩერგოლეიშვილი