უამინდობის გამო, საქართველოს ექვს და ვირუსების გამო, ხუთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ამ დროისთვის, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ამბროლაურში, სოფელ პატარა ონის სკოლაში, ნინოწმინდის ორ – კათნატუსა და ჟდანოვაკანის საჯარო სკოლებში, ასევე ხელვაჩურის სოფლებში – გორა, მახო, ზედა ახალშენი.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება. ასეთი ჯამში ხუთი სკოლაა. ესენია:
თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა – სსიპ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, სსიპ-ტუშურების საჯარო სკოლა.