ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი გურიაში ჩატარებულ „ველოდღეებს“ Twitter-ზეეხმაურება და ოზურგეთის მერიას მადლობას უხდის.
„არაჩვეულებრივი უქმეები გავატარე ულამაზეს გურიაში, სადაც „კავკასიის ველოქსელისა“ და ოზურგეთის მერიის მიერ ორგანიზებულ „ველოდღეებში“ მივიღე მონაწილეობა. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მასპინძლობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ამ ულამაზეს რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის”,- წერს მარკ კლეიტონი Twitter-ზე.
კომენტარები